ჯიმ ო'ბრაიენი - "ქართული ოცნების" თანახმად, არსებობს "გლობალური ომის პარტია", რომელსაც სურს მოახდინოს გადატრიალება და კონსპირაციული თეორიები, თითქოს დასავლეთს სურს, "ქართული ოცნება" აღარ იყოს ხელისუფლებაში, ეს არარეალურია

საქართველოს გადაწყვეტილება, რომ არ იყოს შესაბამისობაში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან, იქნება უარყოფა იმ განაცხადისა, რაც დაფიქსირებულია კონსტიტუციაში, რაც გულისხმობს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები, რომ არსებობს "გლობალური ომის პარტია", რომელსაც სურს საქართველოში მოახდინოს გადატრიალება და კონსპირაციული თეორიები, თითქოს დასავლეთს სურს, "ქართული ოცნება" აღარ იყოს ხელისუფლებაში, მიუხედავად 12 წლიანი თანამშრომლობისა, ძალიან არარეალურია.

"საქართველოს გადაწყვეტილება ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით], რომ არ იყოს შესაბამისობაში ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან, იქნება უარყოფა იმ განაცხადისა, რაც არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში, რაც გულისხმობს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას. ძალიან კარგად ვხედავთ სხვადასხვა გამოკითხვით თუ ოპოზიციის წევრების, სამოქალაქო საზოგადოების განცხადებით და თავად "ქართული ოცნების" განცხადებებით, რომ ეს არის ის გზა, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. შესაბამისად, დღევანდელი საუბრების შედეგად, თუ კი ვთქვათ, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნებში, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და არა თუ დარჩება ისე, როგორც ახლაა. ეს, რაც ვახსენე კანონთან დაკავშირებით ვახსენე, საუბრების ერთი მიმართულება იყო. "ქართული ოცნების" ლიდერების თანახმად, არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც სურს საქართველოში მოახდინოს გადატრიალება და არსებობს კონსპირაციული თეორიები, თითქოს დასავლეთს სურს, რომ "ქართული ოცნება" აღარ იყოს ხელისუფლებაში, მიუხედავად 12- წლიანი თანამშრომლობისა, ჩემი აზრით, ეს ძალიან არარეალურია, არასწორი და ზოგადად, არასწორი გაგებაა საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებისა საქართველოს მიმართ",- განაცხადა ო'ბრაიენმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა