მამუკა ხაზარაძე - მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს: „არა რუსულ ხელისუფლებას“ - უნდა მოვემზადოთ, თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის

მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - „არა რუსულ ხელისუფლებას“ - უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს, სცენაზე გამოსვლისას.

ხაზარაძის თქმით, ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი, მანამ სანამ ქვეყანა სრულად თავისუფალი არ იქნება.

„მინდა გულწრფელი პატივისცემა დაგიდასტუროთ თითოეულ თქვენგანს და მინდა გითხრათ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი, მანამ სანამ ჩვენი ქვეყანა არ იქნება სრულად თავისუფალი.

მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - „არა რუსულ ხელისუფლებას“. მთელი ჩემი ცხოვრება, სანამ ბიზნესში ვიყავი, სულ ვფიქრობდი, რომ ეს ქვეყანა სტაბილური ყოფილიყო. მაგრამ დღეს დადგა ძალიან სერიოზული მომენტი, როცა ჩვენ ქვეყანას ეგზისტენციალური პრობლემა დაუდგა, ამიტომ უნდა მოვემზადოთ უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის. ეს იქნება ის ხაზი, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ.

მინდა თითოეულ ახალგაზრდას დიდი პატივისცემა და სიყვარული დაგიდასტუროთ - საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, როდესაც მამუკა ხაზარაძე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავდა, მას თვალებში ლაზერს ანათებდნენ.

„თუ არ მომანათებთ კარგი იქნება, მაგით ვერ გამაჩერებთ“, - მიმართა მამუკა ხაზარაძემ მოქალაქეებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე