სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩსს - მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ლატვიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.

„ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის.

გმადლობთ, რომ საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში გამართულ ვიზიტში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს