ზურაბ ჯაფარიძე - ევროპელები შოკში იყვნენ, პაპუაშვილმა ტყუილი გაავრცელა, თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ - ჩვენს თვალწინ აორგანიზებდნენ პასუხს

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე, ასევე, მუქარის შემცველ ზარებზე, პოსტერებზე, ჩასაფრებებზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.

მისივე თქმით, ქვეყნის პარტნიორები აპირებენ, რომ რეაგირება მოახდინონ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ, მისთვის ეს ჯერჯერობით უცნობია.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამ კვირაში, როდესაც „რუსული კანონის“ საკომიტეტო და სასესიო მოსმენა ხდებოდა, ქვეყანაში ორშაბათიდან მოყოლებული რამდენიმე ევროპული ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ.

ასევე, აქ არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, აქ არის 4 ევროპული ქვეყნის 4 საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს თავისთავად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია და რამდენად სერიოზულად უყურებენ ევროპელები. საუბარი იყო, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, როგორც ამ კანონთან მიმართებით და ასევე, ამ კანონის მიღმაც. ჩვენ საუბარი გვქონდა ასევე, ამ რაღაც მუქარის ზარებზეც, რომელიც არ წყდება. პოსტერებზეც, რომელსაც ჩვენს სახლებთან, ოფისებთან აკრავენ. ისევე, როგორც ჩასაფრებებზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე, რომელსაც ახორციელებენ, როგორც სხვადასხვა ორგანიზებული არაფორმალური ჯგუფები, ისე „სამართალდამცველი სტრუქტურები“ მშვიდობიანი აქციების დროს. მათ ეს ინფორმაციები ჰქონდათ, ჩვენ რაღაც დეტალები მივაწოდეთ.

ისინი პაპუაშვილის შეხვედრის შემდეგ შეგვხვდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ შოკში იყვნენ. თვითონ შეხვედრის დროს პაპუაშვილმა რაღაცა ტყუილი გაავრცელა - თითქოს რაღაც ყველაფერზე შეთანხმდნენ, რაზეც დამატებითი შოკი ჰქონდათ. იქვე, ჩვენს თვალწინ აორგანიზებდნენ რაღაც პასუხს, რომელსაც ალბათ, მალე გასცემენ. ისინი აპირებენ, რომ რეაგირება მოახდინონ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ პასუხის გარეშე, რომ არ დატოვებენ, ეს ცხადია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე