გია ცაგარეიშვილი - დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება, ამ პროცესებს ეროვნული ბანკი აკონტროლებს - არავითარი საპანიკო არ არის

მე არ ვარ ეკონომისტი, არ ვარ საფინანსო მიმართულების ექსპერტი, მაგრამ შემიძლია გითხართ, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია. მე რამდენადაც გადავამოწმე და მოვიკითხე, ბევრჯერ ყოფილა ამგვარი გაუფასურება ამ ბანკების ფასიანი ქაღალდებისა წინა წლებშიც და შემდეგ საწყის პოზიციებს უბრუნდებოდა ეს ფასი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს ბანკისა" და "თიბისი" ბანკის აქციების შემცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს სფეროები, სადაც პოლიტიკოსები არ უნდა შეიჭრან, თუმცა, ამის მიუხედავად ისინი „მიადგნენ ეროვნულ ვალუტას და ცდილობენ, პოლიტიკური სპეკულაციით აპოკალიფსური სურათი დახატონ“.

დეპუტატის განცხადებით, დღევანდელ საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება.

"ბანკებს და მათ აქციონერებს მინდა, რომ მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მათ შორის, ლონდონის საფონდო ბირჟაზეც. ვფიქრობ, ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც, შესაბამისად, უკვე აისახა ლარის კურსზე და ასეთი ვარდნები ჩვენ ეროვნული ვალუტის გვახსოვს - ერთდღიანი, ორდღიანი და სამდღიანი რყევები, შემდეგ ლარი უკანასკნელი წლების პრაქტიკას თუ გადავავლებთ თვალს, უბრუნდებოდა თავის პოზიციებს, ანუ ინაზღაურებდა დანაკარგს და ისევ მყარდებოდა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება ამ ქვეყანაში, აკონტროლებს ამ პროცესებს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენტური გუნდით, კომპეტენტური ხელმძღვანელით. ჩვენ ვენდობით ეროვნულ ბანკს და აქედან გამომდინარე, არავითარი საპანიკო აქ არ არის და რაც უფრო ნაკლებად ჩაერთვებიან ჩემი ე.წ. კოლეგები სხვადასხვა ფლანგიდან და ისპეკულანტებენ ამ თემაზე, მათ შორის, ჭკუიდან გადაიყვანენ საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც უბედურება სჭირს ახლა ქართულ ეკონომიკას, ფინანსებს და საბანკო სექტორს, მით უკეთესი იქნება მათთვის, მათივე ჯიბეებისთვისაც და ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ის სფეროა, სადაც არ უნდა შეიჭრან ადამიანები, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართულ პოლიტიკაში იმ რანგის პოლიტიკოსები, რომლებმაც საერთოდ ყველანაირი ზღვარი გადალახეს და იქ შევიდნენ და იქ ჩარჩნენ, სადაც მათი ადგილი არასდროს ყოფილა. ახლა მიადგნენ ჩვენს ვალუტას, ბანკო სისტემას და აპოკალიფსური ბოდვითი თეორიებით აჭრელდა სოციალური ქსელი, თითქოს ჩამოვიქეცით და დავიღუპეთ და ამის არავითარი ნიშანი არ ჩანს, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით. ჩვენ წინა თვეში თითქმის 8%-იანი ზრდა გვქონდა მშპ-ის", - განაცხადა ცაგარეიშვილმა, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე