აქციის მონაწილეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდნენ, პარლამენტთან დაბრუნდნენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან კვლავ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

პროტესტის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საავტომობილო მოძრაობა კვლავ გადაკეტეს.

დღევანდელი აქცია დასრულებულია, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება რუსთაველის გამზირზე.

დღეს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე გამართეს მსვლელობა. მათ, ასევე, გადაკეტილი ჰქონდათ გმირთა მოედანი. ნაწილი პარლამენტის შენობასთან იყო შეკრებილი.

მოგვიანებით, იმ სტუდენტებს, რომლებიც ვაკიდან და გმირთა მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებოდნენ ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ.

მინისტრებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!