შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს - ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით - ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ

ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით - ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, დაპირისპირება და პოლარიზაცია რუსეთს აწყობს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია.

კითხვაზე, ერევა თუ არა რუსეთი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, პაპუაშვილი პასუხობს, "რა თქმა უნდა და წლებია ერევა".

"ერევა იმით, რომ აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული, ერევა იმით, რომ საქართველოს უწესებდა სანქციებს და ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოზე. სამწუხაროა, რომ ახლა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ეთამაშება ამ აზრებს, რომ სანქციებით მოახდინოს გავლენა ქართველ ხალხზე. ეს არის რუსული მეთოდი. ვნახოთ, ვინმე თუ გადაწყვეტს რუსული გზით იაროს და ქართველ ხალხს კი არ ესაუბროს, არამედ სანქციებით შეეცადოს ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენას და ერევა, იმიტომ რომ, ჰიბრიდული, თუ რბილი ძალის გამოყენებით ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის გატარებას.

მე თუ მკითხავთ, ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით. ეს გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, ნებისმიერი დაპირისპირება და პოლარიზაცია სინამდვილეში აწყობს ზუსტად რუსეთს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია. ასე რომ გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ!" - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება