ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საფრანგეთის ძლიერი მხარდაჭერის გამო.

„ასევე, ხაზი გაესვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს