ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით - მთავრობას გავუმეორეთ, რომ საქართველოს მართებული ადგილი ევროკავშირშია და მან დანაპირები უნდა შეასრულოს

უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა და ჩვენ ერთიანი ხმით უნდა ვესაუბროთ საქართველოს მთავრობას. შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა გადავხედოთ გადაწყვეტილებებს და პოზიციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით და ეს პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირისკენ მისწრაფებას. ევროკავშირმა ბევრი გააკეთა ამ კუთხით. გასული წლის ბოლოს ჩვენ მას მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი და საქართველოს მთავრობა დაგვპირდა, რომ შეასრულებდა 9 ნაბიჯს. მაგრამ ის, რასაც დღეს ვხედავთ, არის რომ საქართველოს მთავრობას შემოაქვს კანონმდებლობა „უცხოური აგენტების შესახებ“ რაც სრულიად საპირისპირო გზაა. ეს არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისკენ გადადგმული ნაბიჯები“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოში ლატვიის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთან განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს დიდი მეგობრები, როგორიცაა ლატვია, ესტონეთი, ლიეტუვა, ისლანდია, ჩავსულიყავით საქართველოში მესიჯის გასაგზავნად, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც ევროკავშირი დგამს, ნაჩუქარი არ არის, ვიზალიბერალიზაციაც ნაჩუქარი არ არის და ეს იყო ჩვენი ძალიან ნათელი გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ. ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირისკენ გზას. ჩვენ საქართველოს მთავრობას გავუმეორეთ, რომ საქართველოს მართებული ადგილი არის ევროკავშირში და საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს დანაპირები“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

მისივე თქმით, ჰქონდათ შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან , საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პარლამენტის სპიკერთან, არასამთავრობოებთან და ოპოზიციის ლიდერებთან.

„საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი პრინციპულად არის არასწორი, მასთან დაკავშირებით არაფერია განსახილველი და ის მას ვეტოს დაადებს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბოლო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი გზავნილი მივიდა საქართველოს მთავრობამდე და ისინი გადახედავს ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ ამ საკითხს წამოვჭრით ევროკავშირის დონეზე ძალიან მკაცრად და ყველამ უნდა გაიგოს, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან ან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისთვის არ გვიჩუქებია ნაჩუქარი არ არის და პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით ეკისრება საქართველოს მთავრობას“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე