თეონა აქუბარდია - ივანიშვილი შეგვპირდა, რომ ევროპას გააოცებდა და ეს შესრულდა ნამდვილად - მე ვფიქრობ, ისინი ვეტოს დროს არაფერს დათმობენ, რადგან მათ აქვთ მკაფიო გზა კრემლისკენ

ივანიშვილი შეგვპირდა, რომ ევროპას გააოცებდა და ეს შესრულდა ნამდვილად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ აღნიშნა.

ამით ის გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც “პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პროექტის პირვანდელი ვარიანტი იყო - ეს არის მალულად ჩამატებული მუხლები და მასზე კომიტეტის ფარგლებში მსჯელობა არც ყოფილა, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორ შეიძლება კანონი ხელისუფლებამ თანდათან დაამძიმოს”.

როგორც თეონა აქუბარდიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” აღნიშნა, შეტანილი ცვლილებების თანახმად, არა მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემები რატი ბრეგაძის „კანტორას” მიაწოდონ და თუ ეს უწყება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩათვლის, რომ ყველაფერი უნდა გაასაჯაროოს, ამ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები საჯარო იქნება.

„სამივე მოსმენის კანონი თავიდან ვნახე. პირველ და მეორე მოსმენაში დამატებით სახეცვლილ პუნქტებზე არაფერი ეწერა და მესამე მოსმენაში გაჩნდა მუხლი იმაზე, რომ არა მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემები რატი ბრეგაძის „კანტორას“ მიაწოდონ და თუ ეს უწყება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩათვლის, რომ ყველაფერი უნდა გაასაჯაროოს, ამ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები საჯარო იქნება. ასეთი ინფორმაციაა, მაგალითად, ფიზიკური პირის სახელფასო მონაცემები, გრანტის ფარგლებში. ასევე, მონაცემები, რომლებიც უკავშირდება რასობრივ და ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებას, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს. ყველაზე სასაცილო ჩემთვის სქესობრივი ცხოვრებაა, ეს წერია კანონში. ოხანაშვილმა თქვა, რომ თუ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იქნება, ეს ყველაფერი გასაჯაროვდება. როცა დავსვით კითხვა, ოხანაშვილმა გვიპასუხა, წადით და იჩივლეთო. ამ ჩივილს 2-3 წელი უნდა და 5000 ლარიან ჯარიმას თუ გადაიხდი, მაშინაც არ თავისუფლდები სასამართლოსგან. ივანიშვილი შეგვპირდა, რომ ევროპას გააოცებდა და ეს შესრულდა ნამდვილად”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ კანონის მიღებიდან ოქტომბრის არჩევნებამდე სამოქალაქო პროტესტის ფაზა პოლიტიკურში უნდა გადაითარგმნოს.

„ჩანს, რომ ამ ყველაფრის ფონზე, პარტიული პოლიტიკა არსად ჩანს და ეს სუვერენიტეტის გადასარჩენად ბრძოლაა. იმ კონტურებისთვის, რაც კანონის წინააღმდეგ გამოჩნდა, ფორმა მისაცემია. უნდა გვქონდეს ფაზებად გაწერილი სამოქმედო გეგმა. კანონს აუცილებლად მიიღებენ, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია, ქართველების ხელში. დასავლეთი ჩვენს ბრძოლას უჭერს მხარს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო პროტესტი, მაგრამ ახლა უკვე პოლიტიკურობაც საჭიროა. კანონის მიღებიდან ოქტომბრამდე სამოქალაქო პროტესტის ფაზა პოლიტიკურში უნდა გადაითარგმნოს. მე ვფიქრობ, ისინი ვეტოს დროს არაფერს დათმობენ, რადგან მათ აქვთ მკაფიო გზა კრემლისკენ”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა