ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში ქვემო ქართლის პარტიულ აქტივს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ზაურ დარგალი, გოდერძი ჩანქსელიანი, სავალან მირზოევი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

„დღეს კარგი შეხვედრა გვქონდა ქალაქ რუსთავში. შევხვდით ქვემო ქართლის პარტიის აქტივს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მიმდინარე მოვლენებზე, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მთავარი განსახილველი თემა იყო მოახლოებული არჩევნები. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს ძალიან ძლიერად, რომ ძლიერი შედეგი დავდოთ ამ არჩევნებზე. ეს იყო მთავარი თემები. ასევე, ვისაუბრეთ რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩემი ინფორმაცია გავუზიარე და ანალიზი წარვუდგინე საზოგადოებას, ჩვენს პარტიას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხალხი ძალიან სწორად აფასებს მოვლენებს. პირველ რიგში, მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი პატრიარქისადმი, რომელმაც ეს ინიციატივა დაამკვიდრა, ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა და დაამკვიდრა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით გამოჩნდა, თუ სად დგას ჩვენი ხალხი, სად დგას ქართული საზოგადოება, როგორ ღირებულებებზე, როგორ ფესვებზე არის დამოკიდებული ჩვენი ხალხის მდგრადობა, ზოგადად ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. შემთხვევითი არ იყო ის, რომ ოჯახის სიწმინდის იდეამ გააერთიანა მთელი საზოგადოება და ამიტომ, მე მივესალმები გუშინდელ დღეს და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს ამ ძალიან მნიშვნელოვანი, ეროვნული ინიციატივისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. ქვემო ქართლის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში