ნიკა გვარამია - სწორად მოიქცა ზურაბიშვილი - სკალპელით გადაჭრა, დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც

სწორად მოიქცა ზურაბიშვილი - სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას თქმით, „ქართული ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, „ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით.“

„სწორად მოიქცა ზურაბიშვილი (თუ სწორად გავიგე, ბლანკეტური ვეტო დაადო, შენიშვნების გარეშე). „ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით.

მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილება იქნება, ვადა რატომ არ გამოიყენა ბოლომდე და არ მოგვაგებინა დროო, არ გავიზიარებ ამ ერთი შეხედვით ლეგიტიმურ საყვედურს: კაცმა არ იცის, როგორი დაწოლა იქნებოდა ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ პროცესი გაეხსნა, „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლი გადაეგდო, ვენეციის კომისიის შენიშვნები ჩაეწერა ვეტოში და ა.შ. ჰოდა სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც.

ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა - ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი და გონივრული გადაწყვეტილებაა“, - წერს გვარამია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო