გრიგორი კარასინი - თავისებური ქალი ზურაბიშვილი თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში - ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი?

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს ეხმაურება და მას „თავისებურ ქალს“ უწოდებს, რომელიც „თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში“.

„თავისებური ქალი ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში. პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი უცხოური აგენტების შესახებ მასში უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. აქ ჩნდება კითხვა: ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? სცენარი ზოგადად ნათელია, მაგრამ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსმა არ დაკარგოს ზომიერების გრძნობა!“, - წერს კარასინი „ტელეგრამ“ არხზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს