გია ვოლსკი - ვეტო შენიშვნების გარეშე არის კონსტიტუციის დარღვევა - რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების საჭიროებას არ გაითვალისწინებდა

რასაკვირველია, ის [სალომე ზურაბიშვილი] არ გაითვალისწინებდა არც ვენეციის კომისიის დასკვნებისთვის დალოდების საჭიროებას და არც შარლ მიშელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტებმა კიდევ შეიძლება დამატებით ამ თემაზე [“უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე”] იმსჯელონ - ვეტო შენიშვნების გარეშე არის კონსტიტუციის დარღვევა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს დაადო.

ვოლსკის შეფასებით, მოსალოდნელი არ იყოს, რომ პრეზიდენტი შენიშვნებს წარმოადგენდა კანონთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი სათავეში უნდა ჩაუდგეს ამ პოლიტიკური “ნაცმოძრაობის” რევოლუციურ გეგმას. რასაკვირველია, ის არ გაითვალისწინებდა არც ვენეციის კომისიის დასკვნებისთვის დალოდების საჭიროებას და არც შარლ მიშელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტებმა კიდევ შეიძლება ამ თემაზე დამატებით იმსჯელონ. არც იყო მოსალოდნელი, რაღაცა შენიშვნებს ამ საკითხებთან დაკავშირებით რომ წარმოადგენდა და საშუალებას მისცემდა საზოგადოებას, ევლო შეთანხმების გზით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმები არ იცვლება. რევოლუცია არის მათი ერთადერთი გამოსავალი, ვინაიდან არ აქვთ არანაირი შანსი გაიმარჯვონ არჩევნებში.

ვეტო შენიშვნების გარეშე არის კონსტიტუციის დარღვევა. არ შეიძლება. პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, თუნდაც პოლიტიკური შეფასებების ნაწილიც იყოს გათვალისწინებული. მაგრამ ძირითადად ვეტო უნდა ასახავდეს სამართლებრივ დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ. ეს მისი ვალდებულებაა. როდესაც ამას არ ასრულებს, ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციას კიდევ ერთხელ სერიოზულად ასცდა”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გარდა ამისა, ვოლსკის განცხადებით, “არანაირი საფუძველი, რომ რაიმე ეჭვი შეიტანო ამ კანონის [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] რეალობაში და აუცილებლობაში, არ არსებობს”.

“არანაირი საფუძველი, რომ რაიმე ეჭვი შეიტანო ამ კანონის რეალობაში და აუცილებლობაში, არ არსებობს. ამაზე მიუთითებს თუნდაც ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება და არა მარტო მისი განცხადება. ეს არის დამოკიდებულება და ევროდირექტივა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ევროპის ქვეყნებმა. ნუ, გერმანია ამის წინააღმდეგია, საფრანგეთმა უკვე სენატში წარადგინა და ითვალისწინებს უსაფრთხოების სამსახურების ჩართვას ამ საკითხებში. მათ შორის, ფარული მიყურადებით და მთელი რიგი საკითხებია ჩამოყალიბებული. არის მეორე საკითხი, რომელსაც ჰქვია მეორე სტანდარტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ არის მთავარი ამ კანონის აუცილებლობაზე საუბარი. საქართველოში მთავარია იმ გზის გაყოლა, რაც თავიდანვე იდეაში ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის პროცესების რევოლუციური გზით, დესტაბილიზაციისკენ წარმართვა, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა და შემდეგ იმის განხორციელება, რაც ჯერ კიდევ 2022 წელს მოითხოვა ზელენსკიმ, როდესაც მიმართა საპროტესტო აქციას და რისთვისაც ელჩი გაიწვია”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე