გერმანია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლობის ნიშანი არ დასვას

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადება ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ, ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას მათ შორის ტოლობის შესახებ.

„ერთი მხრივ, „ჰამასის“ ლიდერების და მეორე მხრივ, ისრაელის ორი ჩინოვნიკის წინააღმდეგ დაკავების ორდერის ერთდროულმა მოთხოვნამ ტოლობის ნიშნის მცდარი შთაბეჭდილება შექმნა. თუმცა, ახლა სასამართლოს სრულიად განსხვავებული ფაქტების შეფასება მოუწევს, რაც მთავარმა პროკურორმა თავის შუამდგომლობაში დეტალურად ჩამოაყალიბა“, - აცხადებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყება ხახს უსვამს, რომ „ჰამასის“ ლიდერები პასუხისმგებლები არიან 7 ოქტომბერს განხორციელებულ ბარბაროსულ ხოცვაზე. „ჰამასი“ აგრძელებს ისრაელის მძევლების დაკავებას გაუსაძლის პირობებში, ისრაელს რაკეტებით ბომბავს და ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

„ისრაელის მთავრობას აქვს უფლება და პასუხისმგებლობა დაიცვას თავისი მოსახლეობა ამისგან“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტის და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. მისი განმარტებით, აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს სავარაუდო ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში