ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში ინფო-ტური ატარებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში ტუროპერატორებისთვის ინფო-ტურს ატარებს. კერძო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ეწვია. 3 დღიანი ტურის ფარგლებში ტუროპერატორები მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროებს ათვალიერებენ, ეცნობიან ინფრასტრუქტურას და სერვისებს რასაც ბიზნესის წარმომადგენლები მომხმარებლებს სთავაზობენ.

ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანმა ტუროპერატორებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები მოინახულონ და მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორთათვის ტურისტული პაკეტები მოამზადონ.

ინფო-ტური ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება