მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის მოპოვება ყველა იმ წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდა პროფესიონალს შეუძლია, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით სურთ.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“ უკვე 11 წელია ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალებს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, „საქართველოს ბანკის“ 100%-იანი სტიპენდიით განაგრძონ. მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით კი საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.

ინფორმაციის თანახმად, 2024-2025 წლის Fulbright-ის პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო და ის პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია ბმულზე.

„Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ: Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. ამისათვის, საჭიროა, წარმატებით ჰქონდეს დასრულებული საბაკალავრო საფეხური ან იყოს მეოთხე კურსის სტუდენტი. აპლიკაციის შევსება გრძელვადიანი პროცესია. სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე; სასტიპენდიო პროგრამის აპლიკანტებს აქვთ შესაძლებლობა, თავად მოიძიონ სასურველი უნივერსიტეტები, განაცხადში კი დაასაბუთონ, თუ რატომ სურთ შერჩეულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება; აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ გასაუბრებაში; შერჩეულ აპლიკანტებს კი ოქტომბერში ტესტების ჩაბარება მოუწევთ. Fulbright-ის პროგრამა 3 ტიპის ტესტს მოიცავს: TOEFL, GRE და GMAT. TOEFL-ის ტესტს აბარებს ფინალურ ეტაპზე გადასული ყველა მონაწილე იმის მიუხედავად, აქამდე უსწავლიათ თუ არა ინგლისურენოვან ქვეყანაში. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სწავლის გაგრძელების მსურველებმა TOEFL-თან ერთად GMAT-ის გამოცდა უნდა ჩააბარონ, სამართლის მიმართულებით სტუდენტები კი მხოლოდ TOEFL-ის გამოცდას აბარებენ. ყველა დანარჩენი აპლიკანტისთვის კი TOEFL-ი და GRE-ი სავალდებულო გამოცდებია.

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების შესახებ ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, Fulbright-ი 1946 წელს შეიქმნა და ის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გლობალური სტუდენტური პროგრამაა. პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა სამაგისტრო საფეხურზე გააგრძელონ.

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, უკვე 12-მა ახალგაზრდამ მოიპოვა „საქართველოს ბანკის“100%-იანი დაფინანსება და ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

„საქართველოს ბანკის“ მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: csr.bog.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე