Politico - ევროკავშირს სურს, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქი ივნისში აუნთოს

ბრიუსელის ოფიციალური პირების განცხადებით, ევროკავშირს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება ივნისში სურს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ხუთი დიპლომატი მათ ანონიმურობის პირობით ესაუბრა და განუცხადა, რომ ბლოკის მიზანია, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყოს, როდესაც ევროპული საბჭოს სამიტია დაგეგმილი.

გამოცემის თანამოსაუბრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მორალურად გააძლიერებს უკრაინას, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკვე მესამე წელია იბრძვის.

Politico-ს წყაროების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა დაარწმუნონ უნგრეთის მთავრობა, დაეთანხმოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.

„როგორც დეკემბერში მოხდა, უკრაინის წევრობის მისწრაფების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი უნგრეთია. ის ეწინააღმდეგება კიევის წინადადებას, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, აცხადებს, რომ აქვს გადაუჭრელი საკითხები უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებით“, - წერს Politico და დასძენს, რომ უკრაინა და ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბუდაპეშტთან უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე