მამუკა ხაზარაძე - ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ეთანხმება ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბების იდეას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

მისი თქმით, ალტერნატიული ცენტრის შექმნის თაობაზე „ლელო“ მუშაობას აგრძელებს და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგმულია, თუმცა მეტ დეტალზე ამ ეტაპზე, ვერ ისაუბრებს.

„მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. ჩვენ ამომრჩეველს და მოქალაქეებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება. მე არ მინდა ასოცირებული ვიყო ძალასთან, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ქვეყანა, ყველამ კარგად ვნახეთ. არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ამას გეუბნებით ძალიან მკაფიოდ. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე. ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. მეტ დეტალს ახლა სამწუხაროდ, ვერ გეტყვით. ეს იქნება ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის“ეთერში.

ხაზარაძის თქმით, „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიან სიაში არ იქნება, რადგან მისი თქმით, სხვა პროდასავლური ოპოზიციური ძალების "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება საჩუქარი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

ამასთან, ხაზარაძის განცხადებით, ძალიან პოზიტიურად უყურებს სალომე ზურაბიშვილის როლს პოლიტიკურ პროცესში.

„მას მხარს ვუჭერ. პირად საუბარშიც დავადასტურე. ის ასრულებს საკმაოდ სერიოზულ როლს და შეასრულებს უახლოეს მომავალში კონსოლიდაციისკენ“, - დასძინა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ახლა, როგორც არასდროს ნამდვილი, პატრიოტული ძალების, რაც ნიშნავს პროევროპულ ძალებს, გაერთიანების დრო დადგა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე