ხატია დეკანოიძე - ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონი რუსულია

დასკვნაში, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა, ნათქვამია რომ ეს კანონი რუსულია , - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა , სადაც ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი არ არის ამერიკული "ფარას" კანონის მსგავსი.

“ქართულ ოცნებას“ ყველა წითელი ხაზი უკვე გადალახული აქვს, ამიტომ ვერ ვიტყვი კიდე რა მოიხარშება მათ იდეოლოგიურ ქვაბში. დასკვნაში, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ეს კანონი რუსულია. დასკვნაში ნათქვამია, რომ მსგავსი კანონი, როდესაც რუსეთში დარეგისტრირდა, გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, თავისუფლების, მედიის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ასევე, დასკვნაში ნათქვამია, ის თუ რატომ არ არის ეს კანონპროექტი ამერიკული "ფარას" მსგავსი “, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისია პირდაპირ მოუწოდეს ხელისუფლებას , რომ კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

„ამასთან, ვენეციის კომისია ამბობს, რომ გაიწვიეთ. არ შეიძლება ამ კანონის მოდიფიკაცია, რაც სალომე ზურაბიშვილმაც თქვა, ვეტოს დადების კონტექსტში“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, დეკანოიძემ ისაუბრა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც აცხადებს, რომ ის ეთანხმება ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბების იდეას -„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

დეკანოიძის მოსაზრებით, რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებს პოლიტიკური სპექტრი რამე სახის კონფიგურაციებზე და უკმაყოფილებაზე, უფრო ნაკლებ პრობლემას წარმოქმნის პოლიტიკური სპექტრისთვის.

„ვფიქრობ, არავის ეწყინება თუ ვიტყვით, რომ მიმდინარე პროტესტებში პოლიტიკურ სპექტრს ნაკლები წილი აქვს. ეს არის ახალგაზრდების, სტუდენტების, სამოქალაქო საზოგადოების და უბრალო ადამიანების პროტესტი, ამიტომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არის იმ სახის პროტესტი, რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ეს პროტესტი არის მზარდი, 24-25 მაისში დაგეგმილია დიდი აქცია.

ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებთ წინასწარ პოლიტიკური სპექტრი რამე სახის კონფიგურაციებზე და უკმაყოფილებაზე, ეს გაცილებით უფრო ნაკლებ პრობლემას წარმოქმნის, თუნდაც პოლიტიკური სპექტრისთვის. ამიტომ, ჩვენ ადამიანებს გადაწყვეტის გეგმა უნდა შევთავაზოთ, იქნება ეს ერთიანობა, კონსოლიდაცია... ამ გადაწყვეტის გეგმით უნდა წარსდგეს პოლიტიკოსები საზოგადოების წინაშე. ხალხს არ აინტერესებს ვინ ვისთან, როგორ დაჯგუფდება. გვეუბნებიან, რომ ისეთი კონფიგურაცია გავაკეთოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჩამოაშორებს ძალაუფლებას.

მთავარია ჩვენ ყველანი შევთანხმდეთ კონკრეტულ კონფიგურაციაზე და წარვუდგინოთ ამ პროტესტს. ეს არის მთავარი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო