ანრი ოხანაშვილი - რადიკალური ოპოზიცია რომ ვინმეს ჰალუცინაციაზე იტყვის რამეს, ელანდებოდათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო - ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად

რადიკალური ოპოზიცია რომ ვინმეს ჰალუცინაციაზე იტყვის რამეს - რამდენიმე თვე ელანდებოდათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა განცხადება და საპროტესტო ნოტა, რომელიც საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო, აბსურდი იყო.

“რადიკალური ოპოზიცია რომ ვინმეს ჰალუცინაციაზე იტყვის რამეს. რამდენიმე თვე ელანდებოდათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო. სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ ყველა ეს განცხადება და საპროტესტო ნოტა, რომელიც ევროკავშირისგან მივიღეთ, აბსურდი იყო. ვინ იყო ჰალუცინაციის რეჟიმში, ეს რადიკალური ოპოზიცია თუ ის, რასაც ახლა კადრულობენ? სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი და კვდებოდა - ნორმალური იყო რა პროცესშიც ამყოფებდნენ იუსტიციის სამინისტროს, სამინისტროს თანამშრომლებს, რომ თურმე არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ჰქონდა ადგილი? ბოდიში ვინმემ მოიხადა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გადაყვანის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ იყო და მითუმეტეს რაიმე ტიპის არაადამიანური მოპყრობის? მოიხადა ვინმემ ბოდიში? როგორ შეიძლება თვალში ნაცარი შეაყარო შენს ქვეყანას და ხალხს?”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

თავად კობახიძის განცხადებაში აღნიშნულ ფაქტებზე კი ოხანაშვილი ამბობს, “ასეთი დამოკიდებულება არის საგანგაშო და შემაშფოთებელი”.

“წარმოუდგენელი რამ არის. შესაბამისად, ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად და ჩვენ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები უნდა დავიცვათ ბოლომდე და ჩვენ ამას გავაკეთებთ”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა.

„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი