ალუდა ღუდუშაური გიორგი მსხილაძეს - თქვენ თქვით, რომ დღევანდელი დღე მძიმეა - ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ დაწერილი კარგად არ გქონდათ წაკითხული - ჩემი აზრით, წაკითხვაც გაგიჭირდათ

თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ დღევანდელი დღე მძიმე არისო. ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ რაც დაწერილი იყო, ალბათ, კარგად არ გქონდათ წაკითხული - სიმართლე გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ბევრი კუთხით წაკითხვაც გაგიჭირდათ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.

დეპუტატმა გიორგი მსხილაძეს მოუწოდა, დაასახელოს კონკრეტული მუხლი, რომლითაც შეიძლება მედიასაშუალებას, ან არასამთავრობო ორგანიზაციას პრობლემა შეექმნას, ან მისი საქმიანობა შეიზღუდოს.

„სიმართლე გითხრათ აქამდე ვერსად მოვისმინეთ მსჯელობა, ან დისკუსია, რასაც ჰქვია კონკრეტიკა. საერთოდ არის ზოგადი საუბრები. მე მოგიწოდებთ, რომ კონკრეტიკა იყოს აუცილებლად თქვენი მხრიდან. სიმართლე გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ბევრი კუთხით წაკითხვაც გაგიჭირდათ. თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ დღევანდელი დღე მძიმე არისო. ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ რაც დაწერილი იყო, ალბათ, კარგად არ გქონდათ წაკითხული. მე მითხარით და უთხარით საზოგადოებას, კონკრეტულად რომელი მუხლი არის, რომლითაც იზღუდება ან რაიმე სახის პირდაპირი ან ირიბი პრობლემა შეიძლება შეექმნას, ან შეზღუდვა შეიძლება შეექმნას მედიასაშუალებას, ან არასამთავრობო ორგანიზაციას? იქნებ ჩვენ არ ვიცი და გვითხრათ? მსჯელობა ხომ ეგ არის?,“ - მიმართა ღუდუშაურმა მსხილაძეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია