ირაკლი კუპრაძე - „ქართული ქარტია“ მოგვცემს შესაძლებლობას წარვმართოთ კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაში მყოფი პროცესი - თუ სადმე საჭიროა მეტი სიცხადე და დაზუსტება, რათა პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში სრულად მოექცეს, სწორედ ახლაა დრო, ეს მოხდეს

„ლელო“ მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ღირებულებითი ერთობა არის ის, რამაც უნდა დაასრულოს, ეს მანკიერი წრე, რომელშიც ქვეყანა 20 წელია მოძრაობს, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო“ უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქარტიას და მზად არიან ევროკავშირის 9 პუნქტის სწრაფი შესრულებისათვის ნაბიჯები გადადგან, რათა ქვეყანა მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეს და ევროინტეგრაცია შეუქცევადი იყოს.

„ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ქარტია მოგვცემს შესაძლებლობას წარვმართოთ კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაში მყოფი პროცესი და თუკი სადმე საჭიროა მეტი სიცხადის და დაზუსტების შემოტანა, რათა პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში სრულად მოექცეს, ვფიქრობთ, სწორედ ახლაა დრო, რომ ეს მოხდეს.

ამიტომ საჭიროდ ვთვლით პრეზიდენტისა და სხვა პოლიტიკური აქტორების ჩართულობით შედგეს სამუშაო შეხვედრა, სადაც ყველანი ჩვენს წილ პასუხისმგებლობას პროცესებზე ავიღებთ, რომელიც ქარტიითა განსაზღვრული.

ჩვენ მზად ვართ, რომ გავხსნათ ეს პროცესი და ჩავერთოთ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში რუსული მთავრობის დასრულებას.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა, კვლავ ბიძინა ივანიშვილია და ჩვენი მთავარი ამოცანა, სწორედ, მისი დამარცხება უნდა იყოს. ქარტია ესაა გზა, რომელიც გასავლელია არჩევნებით, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. ჯერ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია და ემზადება დაძლიოს ვეტო, დააკანონოს არასამთავრობო სექტორის გაუქმება და პოლიტიკური ოპონენტების, განსხვავებული აზრის დევნა.

მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში ითამაშოს და მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მზად ვართ, მასთან ამ საკითხზე დეტალურად ვისაუბროთ.

სწორედ, ჩვენ ამ პროცესზე გვმართებს მეტი კონცენტრირება და დარწმუნებული ვართ, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე ქართული პოლიტიკური სპექტრი და სხვა აქტორები შევძლებთ, იმგვარი პოლიტიკური პროცესის წარმართვას, სადაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება“, - განაცხადა კუპრაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში