პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზი თავადების ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების დარბაზი გაიხსნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, დარბაზში განთავსდა ჩხოტუების ცნობილი საგვარეულოს საოჯახო არქივის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებული პროექტის ფარგლებში ესპანეთიდან ჩამოიტანეს.

„ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და ჩხოტუების ოჯახის წარმომადგენლებმა.

აფხაზი თავადების საარქივო მასალების საქართველოში ჩამოტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით პროექტის „აფხაზური არქივები“ ფარგლებში განხორციელდა.

ჩხოტუების ოჯახის გადაწყვეტილებით ჩარლზ ჩხოტუას ფერფლი, მისი ანდერძის თანახმად თბილისში ჩამოიტანეს და დღეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ჩარლზ ჰოვარდ ჩხოტუას ბებია, მამიდა და მამის ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას გული განისვენებენ. ადგილზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთი“ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ჩარლზ ჩხოტუას ოჯახის წევრები - მეუღლე, შვილები, დისშვილი და შვილიშვილი ჩამოვიდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე