მარია ზახაროვა  - პოლონეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვაზე საპასუხო ზომებს მივიღებთ, რათა რუსოფობიაში ჩაფლულმა  ელიტამ უკიდურესად ინანოს

ვარშავის გადაწყვეტილებაზე, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილება შეზღუდოს, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეტალები ჯერჯერობით არ იცის და რუსეთი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შესაბამის ნოტას ელოდება.

„როდესაც ჩვენ მას მივიღებთ, შევისწავლით და საპასუხო ზომებს მივიღებთ, რათა რუსოფობიაში ჩაფლულმა პოლონურმა ელიტამ მორიგი ანტირუსული ნაბიჯის გადადგმა უკიდურესად ინანოს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

შეგახსენებთ, დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთში რუსეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვები დაუწესდებათ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს