შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვეტოს დაძლევაზე - გადაწყვეტილებას შედეგი ექნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი აცხადებს, რომ საქართველოს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, „უცხოური გავლენის გამჭვრივალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, შედეგი ექნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე.

მისი თქმით, კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება.

"საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღმა გადაწყვიტა დიდი პროტესტების, საერთაშორისო საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი მოწოდებებისა და ვენეციის კომისიის მიერ მისი გაწვევის შესახებ რეკომენდაციის მიუხედავად.

ვინაიდან კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, გადაწყვეტილებას შედეგი ექნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა