ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას ქოლცენტრების მეშვეობით - ეს ძალიან უცნაურია, ესეც ბიუროკრატიული პრობლემის ერთ-ერთი გამოვლინებაა

კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, ქოლ ცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ ბიზნესმენების ბულინგისთვის, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ათეულობით ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ მათ წინააღმდეგ იყო განხორციელებული ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი სხვადასხვა ფორმით.

„იცით, რომ კეზერაშვილს ჰქონდა ქოლცენტრები შექმნილი თავის დროზე, კონკრეტული მიზნით, ეს იყო ევროპელი პენსიონერების ძარცვის მიზანი და ეს საქართველოში აღარ აქვს საბედნიეროდ, სხვაგან აქვს. არის არაერთი ქვეყანა, სადაც ქოლცენტრები აქვს შენარჩუნებული. კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს. ეს ძალიან უცნაურია, ევროკავშირის ქვეყნებში. ესეც არის ბიუროკრატიული პრობლემის ერთ-ერთი გამოვლინება”, - აცხადებს კობახიძე.

მან ასევე ისაუბრა ბიზნესმენების ბულინგზე.

“ათეულობით ბიზნესმენმა დაადასტურა ჩვენთან საუბრებში, რომ იყო სხვადასხვა ფორმით ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი განხორციელებული მათ წინააღმდეგ, მათ შორის, შეტევა მათ whatsapp-ებზე, ფეისბუქებზე და ა.შ., რაც ხდებოდა სპორტსმენების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მიმართ, ზუსტად იგივე ხდებოდა ბიზნესმენების მიმართ. ქოლცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ სწორედ ამ ბულინგისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე