შალვა პაპუაშვილი რეფერენდუმის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივაზე - ხელმოწერების შეგროვების უკვე მერამდენე ტალღაა - დაღალეს ეს ხალხი და დაღალეს კალმები

ხელმოწერების შეგროვების უკვე მერამდენე ტალღაა. დაღალეს ეს ხალხი და დაღალეს კალმები ხელმოწერების შეგროვებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეფერენდუმთან მიმართებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის პრეზიდენტისგან რაიმე რაციონალურს, გონივრულს და ხალხის ინტერესებთან დაკავშირებულ ინიციატივებს აღარ ელის.

სალომე ზურაბიშვილისგან ხალხისთვის რაიმე რაციონალური, დაფიქრებული განცხადება და ინიციატივა მოგისმენიათ? პირველი ხომ არაა? უკვე მერამდენე ტალღაა ხელმოწერების შეგროვების. დაღალეს ეს ხალხი და დაღალეს კალმები ხელმოწერების შეგროვებით. არასერიოზულია, 26 ოქტომბერს არის არჩევნები. თუ ვინმეს, რაიმეს იმედი აქვს, გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მიიღებს პასუხს ამ ყველაფრისთვის, რაც ამ 2-3 თვის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ნახა. ლამის მთლიანი ოპოზიცია, რომელიც ქართველი პოლიტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ, აღმოჩნდნენ ჩვეულებრივად უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები, რომელიც საქართველოში კბილებით იცავდნენ უცხო ქვეყნების ინტერესს.

მე პირადად რაიმე რაციონალურს, გონივრულს და ხალხის ინტერესებთან დაკავშირებულ ინიციატივებს აღარ ველი. ესეც არის კიდევ ერთი სპეკულაცია, რომელიც, როგორც ჩანს, სპონტანური წარმოშობილი აზრია და ფიქრისთვის ზედმეტი დრო დახარჯული არაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა. შესაბამისი განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო დაძლია. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას - ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა