რელიგიის სააგენტო - საქართველოს მესამე ჩემპიონატი ჭადრაკში რელიგიებს შორის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამარჯვებით დასრულდა

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში საქართველოს მესამე გუნდური ჩემპიონატის მეორე დღე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკმაოდ რთული ორთაბრძოლების შედეგად, მესამე ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდი გახდა. მეორე ადგილი დაიკავა მუსლიმთა სამმართველოს გუნდმა, მესამეზე კი სახარების რწმენის ეკლესიის გუნდი გავიდა.

„ტურნირის დასრულების შემდეგ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გამარჯვებული გუნდები თასებით, მონაწილეები კი საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და რელიგიის სააგენტოს გუნდები.

ტრადიციული ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია