პრემიერი ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ განცხადებაზე - არ მგონია, რომ ეს იყო რაიმეს აღიარება, ეს იყო ირონიული განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" განცხადება, რომ აქციაზე „არაკაცებს სცემდა და არა ახალგაზრდებს“, ირონიული განცხადებაა და არა აღიარება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა, კონკრეტული ინციდენტების გამოკლებით.

„არ მგონია, რომ ეს იყო რაიმეს აღიარება. ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიულ განცხადებას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც ხარაზიშვილი მიმართავდა. შესაბამისად, ეს ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება.

რაც შეეხება ინციდენტებს, ეს არ იყო არც მისაღები, არც მოსაწონი, იყო შემაშფოთებელი, შესაბამისად, ვერ მოვიწონებ ასეთი ტიპის ინციდენტებს. თუმცა, ზოგადად. მთლიანობაში მთელი ამ აქციების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა ამ კონკრეტული ინციდენტების გამოკლებით“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ პროტესტში მონაწილე ადამიანებს უცხო ნომრებიდან ურეკავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, კობახიძე ამბობს, რომ ეს საკითხი გამოსაძიებელია. ამასთან, პირადი მონაცემების გავრცელებაზე, პრემიერმა თქვა, რომ „კატეგორიულად მიუღებელია“.

„გამოსაძიებელია, ალბათ, ეს საკითხი. შეიძლება არის კიდეც გამოძიება დაწყებული. ასეთი ზარები გაისმა პარლამენტის წევრებთანაც, თბილისის საკრებულოს წევრებთან. მთლიანად ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარი იყო. შესაბამისად, შესწავლას საჭიროებს.

ამასთან ერთად, მინდა შეგახსენოთ, რომ საჯარო სივრცეში მათ შორის ამ დღეების განმავლობაში, ვრცელდებოდა დეპუტატების მობილური ნომრები მოწოდებით, რომ ე.წ. აქტივისტებს თითოეულ დეპუტატთან დაერეკათ მათ შორის შეურაცხმყოფელი მოწოდებებით. ამასთან დაკავშირებით, არავის შეშფოთებული რეაქცია არ მახსოვს, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას: ნუ იმოქმედებენ ორმაგი სტანდარტით, ჰქონდეთ ერთმაგი სტანდარტი. ნებისმიერი ასეთი აქტი, ზეწოლა, ბულინგი აბსოლუტურად მიუღებელია როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთი ტიპის აქტებს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ზვიად ხარაზიშვილმა „ტვ პირველთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს", - განუცხადა ხარაზიშვილმა ჟურნალისტს და იქვე დასძინა: "სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში".

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!