ირაკლი ზარქუა - მივმართავ ევროკავშირის ელჩებს: თქვენთვის მისაღებია, როცა განსხვავებული პოზიციის გამო ადამიანს და მის ოჯახს აბულინგებენ? ხმას რატომ არ იღებთ? - მარტო ერთი სიტყვა ვიცი, მაგრამ მივმართავ გერმანიის ელჩს: Verstehen?

ადამიანს განსხვავებული პოზიცია თუ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები საზოგადოებას და ოჯახის წევრებს რომ აბულინგებენ, მაინტერესებს, თქვენთვის ეს მისაღები და ნორმაა? ხმას რატომ არ იღებთ? - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის ელჩებს.

ზარქუას თქმით, ელჩები უნდა გამოვიდნენ და დაგმონ ბულინგი, რადგან ეს არაევროპული და მიუღებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ ისინი ახალისებენ ამ მიდგომებს, რაზეც პასუხი შემდეგ სახელმწიფოს ექნება.

“მე მოვუწოდებ ევროკავშირის ელჩებს, რომლებიც ჩვენთან არიან წარმოდგენილი. თქვენ იმ ბოლშევიკურ თუ ფაშისტურ მიდგომებს ამჩნევთ? ადამიანს განსხვავებული პოზიცია თუ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები, მარგინალები საზოგადოებას, ოჯახის წევრებს როგორ აბულინგებენ, მაინტერესებს, თქვენთვის ეს მისაღები და ნორმაა? ხმას რატომ არ იღებთ? თქვენ შესაბამისი შეტყობინება უნდა გაუგზავნოთ, რადგან თქვენ და თქვენი ფონდები აფინანსებენ. როგორც გავიგე ეს არის USAID, დემოკრატიული განვითარების ფონდი, და ა.შ. მოგწონთ რაც ხდება? მერე არ მივიღებთ პასუხს, რომ ჩვენ არ ვიცოდით თურმე, რომ ჩვენი ევროპული ფინანსები ამაში გამოიყენებოდაო. აგერ გეუბნებით - გამობრძანდით და დაგმეთ ის, რაც ხდება. ეს არ არის ევროპულობა, ეს მიუღებელია. როგორც ჩვენ ვგმობთ, ისე დაგმეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩავთვლით, რომ ის ევროპული და ამერიკული ფინანსები, რაც ამ ფონდებში, ორგანიზაციებში და მედიებში მიემართება, თქვენი ფონდები აფინანსებენ. გამობრძანდით, ან შეუწყვიტეთ და დაგმეთ, ან ჩავთვლით, რომ თქვენ ახალისებთ ამ მიდგომებს, რაზეც პასუხი შემდეგ სახელმწიფოს ექნება”, - განაცხადა ზარქუამ.

გარდა ამისა, ის კონკრეტულად გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და პეტერ ფიშერ მიმართა.

“ერთი კითხვა მაქვს: თუ ამერიკას აქვს უფლება, რომ თავი დაიცვას, საფრანგეთმა ჩვენზე მკაცრი [კანონი]... მე გერმანულად მივმართავ ელჩს. მარტო ვიცი - Verstehen? [გაიგე?]. იმას თუ აქვს უფლება, რომ დაიცვას - ფრანგებს, ამერიკელებს, კანადელებს - საქართველოს რატომ არ გვაქვს უფლება? - ეს მინდა ვკითხო ბატონ ელჩს [პიტერ ფიშერს] და დამიბრუნეთ მერე [პასუხი]”, - მიმართა ზარქუამ პიტერ ფიშერს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო