მიხეილ სარჯველაძე მედიკამენტებზე - ჩვენ მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ფასის მიხედვით კონკურენციის ხელშეწყობა, არამედ ხარისხთან საუკეთესოდ დაბალანსებული თანაფარდობის მიღწევა

ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა გასულ წელს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. დაწესდა ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა და ამოქმედდა შესაბამისი ინსტრუმენტები. წამლის რეალიზაციის მაქსიმალური შესაძლო ფასის დადგენამ, უპირობოდ დადებითად აისახა მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასის ზედა ზღვარი, 7 100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის პრეპარატზე მოქმედებს.

„სახელმწიფო განსაზღვრავს წამლის ფასის მაქსიმალურ ჭერს, შესაბამისად წამლები უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათგან დიდ ნაწილს სახელმწიფო უფინანსებს. მაგალითად პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი საწარმოო პრაქტიკისა (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტების აქტიური დანერგვის პირობებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობები.

„ჩვენ მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ფასის მიხედვით კონკურენციის ხელშეწყობა, არამედ ხარისხთან საუკეთესოდ დაბალანსებული თანაფარდობის მიღწევა. აქვე, არ შეიძლება ვახსენოთ ცალკეული მედიკამენტების დეფიციტი, რომლებიც იქმნება ბაზარზე და კორელაციაშია რა თქმა უნდა კონკურენციის ავკარგიანობასა და ხარისხთან საქართველოში. ესეც წარმოადგენს ერთ-ერთ გამოწვევას, თუმცა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ეხება იმ მედიკამენტებს რომლებიც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს