ჯანდაცვის მინისტრი - მაქვს მონდომება, რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას პრობლემები - სამინისტროს კარი არავის დაუხურავს ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენთვის რაიმეს თქმა უნდა

ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებით ითხოვენ პრობლემების გადაჭრას - მათი უფლებაა გამოხატოს ეს ამ ფორმით - აქცია გამართოს, მაგრამ რეალურად, ჩვენი სამინისტროს კარი არავის დაუხურავს იმ ადამიანებისთვის, ვისაც რაიმეს თქმა უნდა ჩვენი სამინისტროსთვის , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს არასდროს შეუწყვეტია მუშაობა თითოეული ამ ადამიანის პრობლემაზე როგორც ინდივიდუალურად, ისე ზოგადი რეგულირების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

„მინდა ყველამ კარგად იცოდეს და ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო - ამ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებიდან არ შემოსწყვეტია კომუნიკაცია იმ ხალხთან, ვისაც აქვს ონკოლოგიური დაავადების პრობლემა. მაქვს შეხვედრები, მაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ვუყურებ ყველა წერილს, რომელიც შემოდის ამ მიმართულებით, არც ერთი არ გამომიტოვებია. მაქვს მონდომება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას ეს პრობლემები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს და ეს პრობლემები იჭრება. გახსოვთ თქვენ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მაგალითად, ლიმიტებთან დაკავშირებით იყო მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ღირებულებითი თვალსაზრისით ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტი იყო განსაზღვრული, ის გამოვიტანეთ ამ რეგულაციიდან. ამან გახსნა ყოველგვარი შეზღუდვა და ბარიერი მოუხსნა ამ ხალხს, ეს გადაწყვეტილება მომწიფდა იმ ხანად, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. არის სხვა მიმართულებებითაც მუშაობა, ყველა მიმართულებით, რაც შეიძლება სახელდებოდეს. მათი უფლებაა, რომ გამოხატოს ეს ამ ფორმით - აქცია გამართოს, მაგრამ, რეალურად, ჩვენი სამინისტროს კარი არავის დაუხურავს იმ ადამიანებისთვის, ვისაც რაიმეს თქმა უნდა ჩვენი სამინისტროსთვის. მათი უფლებაა, მათი ნებაა როგორ გამოხატავენ თავის მოთხოვნას, მთავარი ჩემთვის რაც არის, ჩვენს სამინისტროს არასდროს შეუწყვეტია მუშაობა თითოეული ამ ადამიანის პრობლემაზე როგორც ინდივიდუალურად, ისე ზოგადი რეგულირების გაუმჯობესების თვალსაზრისით“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, მინისტრმა მითი უწოდა მოსაზრებას, რომ ონკოპაციენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გარეშე, შეიძლება სერვისის გარეშე დარჩნენ. „მითია, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ რომელიმე ონკოლოგიური პაციენტი შეიძლება დარჩეს სერვისის მიღების გარეშე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შედეგად“,- განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში