ონკოლოგიური პაციენტები პრემიერ-მინისტრის სახელზე პეტიციას ამზადებენ, რომლითაც მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და რიგი კვლევების დაფინანსებას მოითხოვენ

ონკოლოგიური პაციენტები უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრს პეტიციით მიმართავენ, რომლის მიზანია მათთვის გათვალისწინებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდა და რიგი კვლევების დაფინანსება.

როგორც „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გეგმავენ, რომ დაფინანსების მიზნით პრემიერ - მინისტრთან განაცხადი შეიტანონ, სადაც ონკოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა იქნება დართული.

გვანცა აფხაიძე განმარტავს, რომ მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტი შედის საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში, სრული სპექტრის სიმსივნეების მედიკამენტები კი - არა.

მისივე თქმით, მთავარ მოთხოვნას კვლავ წარმოადგენს ონკოპაციენტთა მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტის აღმოიფხვრა და ე.წ. მესამე თაობის, ახალი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა.

ამასთან, გვანცა აფხაიძე ონკოლოგიური პაციენტების სახელით მიმართავს მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, ნუ აგზავნის ევროკავშირის ქვეყნებში წასულ ონკოპაციენტებზე წერილებს, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოა ონკოპაციენტებისთვის.

„მინისტრის პარლამენტში გუშინდელ გამოსვლას შევაფასებ იმ მდგომარეობით, რაც ონკოლოგიურ პაციენტებს გვაქვს. ონკოპაციენტები ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სრულფასოვან სერვისებს ვერ იღებენ. მინდა ვთხოვო მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, რომ ნუ აგზავნის ევროკავშირის ქვეყნებში წასულ ონკოპაციენტებზე წერილებს, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოა ონკოპაციენტებისთვის. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ არის უსაფრთხო ონკოპაციენტებისთვის. ისინი აქ რომ ჩამოვლენ, განწირულები არიან. არ აქვთ სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობა.

ძვირადღირებულ მედიკამენტებს მხოლოდ ერთხელ აფინანსებს "რეფერალური", იმ მედიკამენტს, რომელიც საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში არ შედის. მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტი შედის საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში, სრული სპექტრის სიმსივნეების მედიკამენტები დაფინანსებაში არ შედის. პრობლემაა ის, რომ ონკოპაციენტებისთვის დაფინანსება ისევ აგვიანებს.

ვითხოვთ მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას. მინისტრთან ბოლო საუბრისას აღვნიშნეთ, რომ დეფიციტი იყო, ყველა სააფთიაქო ქსელში არ იყო, რის საპასუხოდაც განაცხადა, რომ სააფთიაქო ქსელებზეა დამოკიდებული, მათ ეხებათ, არადა სამინისტროს მოვალეობაა მედიკამენტების ადმინისტრირებაზე მონიტორინგი.

ონკოპაციენტებს გვჭირდება მედიკამენტებზე წვდომა, პერსონალიზებული ულიმიტო დაფინანსება. ყველა მედიკამენტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და არა განსაზღვრული რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში შემოვიდეს ე.წ. მესამე თაობის, ახალი მედიკამენტები“,- აღნიშნავს გვანცა აფხაიძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში