აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ახალ ტურისტულ ბაზრებზე გაეცნენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს საუდის არაბეთსა და ჩინეთში გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აღნიშნული ქვეყნების ტურისტულ გამოფენებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა.

„გამოფენების ვიზიტორებს აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდათ. გამოფენის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მიზნით გაიმართა საქმიანი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია 15-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანკფურტის, დუბაის, ჰელსინკის, ნიუ-იორკის, ვენის და პრაღის ტურისტული გამოფენები. უწყება სამიზნე ქვეყნებიდან ასევე მასპინძლობს პრესს და ინფო ტურებს რეგიონის პოზიციონირებისა და პოპულარიზაციის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე