ვახტანგ გომელაური - უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთან, გადავწყვიტეთ,  არ დაგვეპატიჟებინა პრეზიდენტი - ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით

უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთან, გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის განმარტებით, პრეზიდენტი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს, რადგან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც პოლიციელს „ცოცხლად წვავდა“.

„იცით თუ რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა. მე ვფიქრობ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ და ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით.

მე არ მაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი, არც კანონითაა ვალდებულება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლიციელის მკვლელი. მკვლელობის მცდელობაზე იყო ხომ? ცოცხლად წვავდა. აქედან გამომდინარე უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, მათ შორის პოლიციელებთანაც გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, გომელაურის თქმით, ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ელჩებიც, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მოსვლა ვერ მოახერხეს და ღონისძიებას მათი წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ელჩები ყველა მოწვეული იყო. დარეკეს პროტოკოლში და ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად, ზოგი გაციებული იყო, როგორც თქვეს და მოადგილეები მოვიდნენ, მათი წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ როგორც ვიცი“, - განაცხადა გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში