ირაკლი ღარიბაშვილი - ვხედავთ რიტორიკას ბირთვული ომის, მესამე მსოფლიო ომის ალბათობის შესახებ, გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე - ჩვენი პარტია ემზადება არჩევნებში უკვე მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის

ჩვენი პარტია ემზადება და მოემზადება ამ არჩევნებში უკვე მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, რეგიონული ტურნეს ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, 2024 წლის არჩევნებზე მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და მეორე მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორის.

„დღეს დავასრულე რეგიონული ტურნე, დღეს იყო მეათე შეხვედრა. თელავში შევხვდი ჩვენი პარტიის აქტივს. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. მთავარი საკითხი რა თქმა უნდა, იყო არჩევნები, რომ პარტია უნდა მოემზადოს და ემზადება ამ არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ჩვენი პარტიის აქტივს გავუზიარე მთელი რიგი ინფორმაცია და ჩვენი ანალიზი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არა მარტო რეგიონს, მთელ მსოფლიოში ვითარდება.

ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, თუ რა არჩევანის წინაშე დადგება ჩვენი ხალხი ამ არჩევნებზე. არჩევანი არის ძალიან მარტივი - არჩევანი იქნება მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და მეორე მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორის. ეს გადაჭარბებული შეფასება არ არის, ვინაიდან მეორე მხარეს ვუყურებთ, რომ არ არსებობს სხვა ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკური ძალა, რომელიც გარანტირებულად გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ დეგრადირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მთელი ეს ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას ანგრევდნენ, უზარმაზარი ზიანი მოუტანეს, ისევ სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას არასტაბილურობას, ომს, არეულობასა და ქაოსს. აი, ამ არჩევანის წინაშე დგას დღეს ჩვენი ხალხი მთელი თავისი გამოწვევებით. შიდა სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ართულებს რეგიონში არსებული სიტუაცია, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით, დღეს ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და საფრთხეებზე.

„ჩვენ ვხედავთ რიტორიკას ბირთვული ომის, მესამე მსოფლიო ომის ალბათობის შესახებ. ჩვენ ეს მოვისმინეთ დაპირისპირებული ძალების, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ვგულისხმობ, რუსეთსა და დასავლეთს, ნატოს სახელმწიფოებს. ამიტომ, ასეთ რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავუშვათ ქვეყნის შიგნით მოვლენების რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება. ამიტომ, ჩვენი პარტია ემზადება და მოემზადება ამ არჩევნებში უკვე მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ