ბექა ლილუაშვილი - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს - ჩვენი გუნდი შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ „ქართულ ქარტიას“ ხელს ვერ მოაწერს

რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ "ქართულ ქარტიას" ხელს ვერ მოაწერს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, მის პარტიას მიაჩნია, რომ დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის.

ამასთან, ლილუაშვილი ამბობს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე.

"გვსურს, კიდევ ერთხელ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამ რთულ დროს ღირსეულად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე.

რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს.

გვესმის ერთიანობის ფასი, მაგრამ ასეთი ერთიანობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო მიზანს. ასეთი მიზანი დღეს ყველა ჩვენგანისთვის, პირველ რიგში, არის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება.

ამიტომ, უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დასაცავად. არჩევნების დაცვის და ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებაში, პრეზიდენტის როლი, როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტის, არის გადამწყვეტი. პრეზიდენტის როლი უნდა იყოს გამაერთიანებელი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების, ახალგაზრდების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არჩევნების დაცვის მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტის ირგვლივ უნდა შეიქმნას ერთობა, რომელიც საზოგადოების ეროვნულ საპროტესტო ენერგიას გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად.

2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები მშვიდობიანად დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე," - განაცხადა ლილუაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი