ჯანდაცვის მინისტრი - გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა - „დიარჯი“ არ არის ისეთი რამ, ერთხელ მიიყვანო გარკვეულ სრულყოფილებამდე და გადახედვას აღარ საჭიროებდეს

გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა. „დიარჯი“ არ არის ისეთი რამ, ერთხელ მიიყვანო გარკვეულ სრულყოფილებამდე და გადახედვას აღარ საჭიროებდეს, არა, მუდმივად ცოცხალი უნდა იყოს პროცესი, მედიცინის მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დიარჯი“ სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, იყო შემთხვევები, როცა კლინიკების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა.

„დიარჯი“ საკუთარი არსით, გახლავთ წინასწარი მეთოდოლოგია, ჯგუფდება გარკვეული დაავადებები, რომელიც ყველა კლინიკისთვის ერთი ტარიფით ანაზღაურდება. ეს არის სწორედ, რაც ჩვენს ქვეყანაში მუშაობს, კლასიკური გაგებით „დიარჯი“.

გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა. „დიარჯი“ არ არის ისეთი რამ, ერთხელ მიიყვანო გარკვეულ სრულყოფილებამდე და გადახედვას აღარ საჭიროებდეს, არა, მუდმივად ცოცხალი უნდა იყოს პროცესი, მედიცინის მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ. ვფიქრობთ და ვმუშაობთ როგორ მოხდეს, რომ დარეგულირდეს სამართლიანად და იმავდროულად არ ტოვებდეს გარკვეული, გავბედავ და დავარქმევ, მაქინაციებს, რასაც სამწუხაროდ ადგილი ჰქონია.

ადგილი ჰქონია ისეთ შემთხვევებს, როდესაც წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადი კლინიკებისგან შეიცავდა არამცთუ გადაუმოწმებელ, ან აკურატულად წარმოდგენილ მონაცემებს, არამედ გაყალბების ნიშნები შეინიშნებოდა. როდესაც ხედავ, რომ ერთი ადამიანის მონაცემები გადამრავლებულია, რომ ვითომ ბევრი სამედიცინო პროცედურა შესრულდა, იქ სახელმწიფო ფრთხილად უნდა იყოს, რომ ზედმეტად გადახდილი არ აღმოჩნდეს ისეთი სერვისის თანხა, რომელიც არ ჩატარებულა.

სახელმწიფოს აქვს არამცთუ უფლება, არამედ ლეგიტიმური მოვალეობა, რომ ყურადღებით და აკურატულად შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტის ავკარგიანობა, კორექტულობა და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება გადახდასთან დაკავშირებით.

ჩვენი ინტერესია, რომ გადარიცხვის ვადები ხანმოკლე იყოს, თუმცა შემოწმების პროცედურები ქმნის ხანგრძლივი ვადების აუცილებლობას. არავის არ აქვს საფუძველი ფიქრის, რომ რაიმე ისეთ გარემოებებთან გვაქვს საქმე კლინიკების დაფინანსების შემთხვევაში, რომელიმე მათგანს რაიმე ეგზისტენციალური რისკი ემუქრებოდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო