დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ უერთდება

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ვეხმაურები და ვუერთდები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდის ინიციატივებს:

1. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ - ასეთი პლებისციტი უკვე ჩატარდა 2008 წელს, როცა ქართველმა ხალხმა ერთმნიშვნელოვანი თანხმობა განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე. ამის შემდეგ 15 წელი გავიდა და ქვეყნის სათავეში მოვიდა ხელისუფლება, რომელიც ანტიდასავლური და ამავდროულად, პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა. მეორეს მხრივ, დღეს ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოქმედი ხელისუფლების რიტორიკის საპირისპიროდ, ქართველი ხალხის 90 %-მდე სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რაც კიდევ ერთხელ საჭიროებს დადასტურებას რეფერენდუმით, რათა ხალხმა ნათლად მიუთითოს ხელისუფლებას, თუ სად უნდა ყოფნა და საით მიდის ქვეყანა.

2. ოპოზიციის გაერთიანების შესახებ - ვეთანხმები და ვიზიარებ დიდი ოპოზიციური ერთობის იდეას ერთი პარტიული სიის გარეშე. დიახ, ყველა პარტიამ უნდა მოიპოვოს საკუთარი მხარდაჭერა და ამის პროპორციულად მიიღოს წარმომადგენლობა პარლამენტსა და მთავრობაში, ზუსტად იგივე იმავე მექანიზმით, როგორც ეს ევროპაში ხდება, საითკენაც ასე მივისწრაფით“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე