საქართველოს პრეზიდენტი ,,ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ პარტიებთან მიღებას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი ,,ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ პარტიებთან მიღებას გამართავს

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ,,ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ პარტიებთან მიღებას გამართავს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიღებაზე პრეზიდენტი პარტიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს.

შეხვედრა, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, მედიისათვის დახურული იქნება და ინფორმაციას პრესსამსახური გაავრცელებს.

შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლეში, დილიდან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს.