პეტრე ცისკარიშვილი - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რათა  ნახონ „ქართული ოცნების“ რეალური სახე, ვანდალიზმი, ძალადობა - მნიშვნელოვანია პარტნიორებმა იცოდნენ, როგორი იქნება წინასაარჩევნო 4-5 თვე

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს რადგან საკუთარი თვალით ნახონ „ქართული ოცნების“ რეალური სახე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მის შეფასებით, აუცილებელია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა იცოდნენ, თუ როგორი წინასაარჩევნო პერიოდი იქნება საქართველოში

"საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რადგან საკუთარი თვალით ნახონ "ქართული ოცნების" რეალური სახე, ის ვანდალიზმი, ის ფიზიკური ძალადობა, რომელიც ჩაიდინეს. გამთენიისას, დაახლოებით 80-მდე ადამიანი პარტიის ოფის თავს დაესხა და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო 4-5 თვე. ჩვენ ვართ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავარი სამიზნე. მათ მიზნად აქვთ, რომ ჩვენი პარტია განადგურდეს, რაც ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის და ამ ვანდალიზმის არ გვეშინია.

გამოძიება ყველაზე მსუბუქი მუხლით აქვთ დაწყებული. ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, მაგრამ, იმის, რომ სამართალი დადგება და დამნაშავე გამოაშკარავდება, იმედი არ მაქვს. სამართალდამცავი სტრუქტურები თავის საქმეს არ აკეთებენ, იყვნენ და ამოიღეს ნივთმტკიცებები, თუმცა ეს მოჩვენებითია, ვითომ რაღაცას იძიებენ. ზუსტად იციან ვინც ჩაიდინა. მათ აქვთ პოლიტიკურ დავალება, რომ ისინი მთავარი მფარველები იყვნენ ამ დამნაშავეების" , - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით შეხვდება და მათ თავდასხმისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

შეხვედრაზე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ესტონეთის, ბულგარეთის, ესპანეთის, ავსტრიის, უკრაინისა და ჩეხეთის, ელჩები და/ან მათი მოადგილეები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციიის წარმომადგენლები.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის