შალვა პაპუაშვილი - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული წიგნი ჩვენი ერის უდიდესი ტოლერანტობის და ჰუმანიზმის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია

დღევანდელი დღე და ეს წიგნი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩვენი ერის უდიდესი ტოლერანტობისა და ჰუმანიზმის. სავსე ვარ ემოციებითა და სიამაყით, რადგან წარმოვადგენ ერს, რომლის სამყაროსადმი მიმართება აგებულია შემწყნარებლობასა და სხვისი კულტურის, რწმენის, განსხვავებულობის პატივისცემაზე. ამ სულისკვეთებითაა გამსჭვალული საქართველოს თითოეული მოქალაქე, ყველა, ვინც საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაციაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ამ წიგნის სახით, ჩვენ გვაქვს განძი, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ინფორმაციის და მშრალი ფაქტების არქივი. ეს არის ჩვენი ერთობის, და ამ ერთობაში გასაოცარი მრავალფეროვნების დასტური, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა თანაარსებობის უმშვენიერესი გამოვლინება.

„ეს ალბომი არის ძლიერი შეხსენება იმისა, რაც გვაერთიანებს. ის გვეუბნება, რომ ჩვენს მრავალფეროვნებაშია ჩვენი ძალა, რომ საქართველოს ჭეშმარიტი არსი ურთიერთპატივისცემაშია, რომ საკუთარი რწმენის სიყვარული არამცთუ ამცირებს სხვისის პატივისცემას, არამედ პირიქით, უფრო მისაღებს ხდის მას, განსხვავებულობის მიუხედავად.

ამ წიგნით ვაახლებთ და თავიდან ვაფასებთ ჩვენ დროში გამოცდილ ფასდაუდებელ ურთიერთობებს სხვადასხვა რელიგიურ თემებს შორის, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებასა და სიყვარულს ერთმანეთის მიმართ, და იმ ღირებულებებისადმი, რომლებიც გვაერთიანებს. ჩვენი ისტორია არის ჰარმონიული თანაცხოვრებისა და განვითარების ისტორია, და ასე იქნება მომავალშიც.

მადლობა ყველას, ვინც ამ მამულიშვილურ წამოწყებას ერთგულად ედგა სათავეში და სიყვარულით ემსახურა დასახულ მიზანს. მადლობა მინდა გადავუხადო რელიგიის ეროვნულ საბჭოს და თითოეულ ადამიანს, რომელმაც სულ მცირე წვლილი მაინც გაიღო ამ საგანძურის შექმნაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოცემის „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, პრეზენტაციას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა რელიგიის ლიდერები და სასულიერო პირები.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი