რიყის პარკში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, „აფხაზური ეზო“ გაიმართა

რიყის პარკში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახაბერ ლაბუჩიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან ნანა მაჭარაშვილთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - „აფხაზური ეზო“ გახსნეს.

თბილისის საკრებულოს ცნობით, ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივით და გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ქალი მეწარმეების ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერას, გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით მეორედ ჩატარდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ამ საკითხში საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო ყველა ორგანიზაციას გვერდით უდგას. დარწმუნებული ვარ, პროექტი „აფხაზური ეზო“ თბილისის სხვადასხვა უბანში გაგრძელდება “, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარის კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ აფხაზეთიდან დევნილი ქალების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა ისნის რაიონში, რიყის პარკში გაიმართა. მისივე თქმით, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს დევნილი ქალების ნაწარმის პოპულარიზაციას და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მეწარმეების სტენდები დაათვალიერეს. გაიმართა ასევე ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

ღონისძიება მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის გაფორმდა. მემორანდუმი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას, ასევე, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე