ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენ ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც კონგრესში გაკეთებულ განცხადებებზე უპასუხა შეკითხვას.

კობახიძის თქმით, ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა უკრაინაში,რომელიც მანამდე ეკონომიკურად აღმავლობის გზაზე იყო.

"მუდმივად გვახსენებენ მაიდანს. მე მინდა შეგახსენოთ, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას. მაშინ უკრაინაში ხელისუფლება გარედან დაინიშნა და ასეთ დროს, როდესაც ქვეყანაში გარედან ნიშნავ ხელისუფლებას, ქვეყანაზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. თუმცა, უკრაინაში რაც მოხდა ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მანამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ეკონომიკურად იყო აღმავლობის გზაზე, ეკონომიკა იყო თითქმის 200 მილიარდი დოლარი, დღეს, ქვეყანა არის განადგურებული, ეკონომიკა არის უმძიმეს, კატასტროფულ მდგომარეობაში, რუსეთმა განახორციელა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ათი ათასობით ადამიანია დაღუპული, ასობით ბავშვია დაღუპული, ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? და როდესაც ჩვენ დღეს, გვახსენებენ მაიდანს საქართველოს კონტექსტში, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც უკრაინას მოუტანა მაიდანმა და რაც ასეთმა პროცესებმა შეიძლება მოუტანოს საქართველოში? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენ ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.

მან უპასუხა შეკითხვას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე იმის შესახებ, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, რუსეთისკენ მიდის.

„რაც შეეხება რუსეთისთვის ჩაბარებას, ვინც საუბრობდა მაიდანზე, ზუსტად იმ ადამიანებმა ჩააბარეს უკრაინის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას და იგივე ადამიანებმა ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის რეპლიკას, რომ სერიოზულად არის საუბარი დასანქცირებაზე, კობახიძე პასუხობს, რომ თავადაც სერიოზულად საუბრობს.

„მე სერიოზულად ვსაუბრობ. კონკრეტულმა ადამიანებმა უკრაინის ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას, კონკრეტულმა ადამიანებმა ათი ათასობით ადამიანი შესწირეს ომს და ეს ყველაფერი მოჰყვა მაიდანს. ეს ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას იღებდნენ, დღეს საქართველოს ემუქრებიან მაიდანით, ეს არის აღმაშფოთებელი, შემაშფოთებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა