„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მონოლით ჯგუფი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

საქართველოს ბანკის“ ფინანსური ინვესტიციით, მონოლით ჯგუფი ორთაჭალაში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს „Monolith Green City“ აშენებს.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 220 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 160 მლნ ლარია.

ინფორმაციის თანახმად, მრავალფუნქციური კომპლექსი 10 ჰა - ზე შენდება, ის ხუთ, რვა და თორმეტ სართულიან, ჯამში 21 საცხოვრებელ ბლოკს და 1 775 ბინას აერთიანებს. კომპლექსის ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი რეკრეაციული ზონა, გამწვანებული სკვერები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, სპორტული მოედნები, საჩოგბურთო კორტი და აუზი. ასევე, კომერციული ობიექტები, საბავშვო ბაღი, სკოლა და დენდროლოგიური ბაღი. კომპლექსი აღჭურვილია როგორც ღია, ასევე მიწისქვეშა პარკინგით. მისი მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და 2024 წელს დეკემბერში დასრულდება.

„მონოლით ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, როგორც სანდო და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ საცხოვრებელი სახლის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და ჩვენი მიზანია მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და მათ საჭიროებებს მოვერგოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი საუკეთესო ადგილს არჩევს პროექტებისთვის, იყენებს, მდგრად, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ხარისხიან მასალებს და თანამშრომლობს პროფესიონალებთან. ჩვენი მიმდინარე პროექტი - „მონოლით გრინ სითი“, თბილისის ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში შენდება და ის 1.5 კმ-მდე მანძილითაა დაშორებული ისეთ ტურისტულ ადგილებს, როგორიცაა აბანოთუბანი, მეტეხის ხიდი, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი და რიყის მოედანი. „საქართველოს ბანკი“ ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორია 2016 წლიდან. წელს ერთობლივად კიდევ ერთი ახალი პროექტი - „მონოლით ეთნო სითი“ წამოვიწყეთ და სამომავლოდ არაერთი მსგავსი მასშტაბური სამშენებლო პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ“, - განაცხადა „მონოლით ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე მაისურაძემ.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის, ერეკლე ვაშაყმაძის თქმით, „მონოლით ჯგუფის“ საცხოვრებელი კომპლექსები სრულად არის მორგებული მომხმარებელთა სურვილებს და მოთხოვნებს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა კომპანიის მუდმივი სწრაფვა გაძლიერებისა და განვითარებისკენ. „მონოლით ჯგუფის“ საცხოვრებელი კომპლექსები სრულად არის მორგებული მომხმარებელთა სურვილებს და მოთხოვნებს. მისი პროექტები გამორჩეულია ადგილმდებარეობით, ინფრასტრუქტურით, გარემოთი, ხარისხითა და პირობებით. „საქართველოს ბანკსა“ და „მონოლით ჯგუფს“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და ჩვენ არა ერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, მათ შორის: მონოლით რეზიდენსი, მონოლით სითი, სასტუმრო ბიოგრაფი და მონოლით ვარკეთილი. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას