ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება გაერო-ს რეზოლუციაზე - სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას - დოკუმენტი ღიად მიკერძოებულია

ეს დოკუმენტი, რომელიც ყოველწლიურად წარედგინება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოს ინიციატივით, არის ღიად მიკერძოებული, ყველა მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე შედგენილი და არ ასახავს რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას, - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

„ყველაზე სერიოზული იმედგაცრუებაა ის, რომ ამ რეზოლუციის მიღება ყოველწლიურად ხდება აფხაზური მხარის აზრისა და პოზიციის გათვალისწინების გარეშე. სამწუხაროდ, აფხაზური მხარის მოთხოვნა, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი, სრულიად იგნორირებულია. ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობა თავისი ცალმხრივი ქმედებებით აჩვენებს იმას, რომ საერთოდ არ აქვს სურვილი, საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიცია გაითვალისწინოს“, - აცხადებენ ე.წ. უწყებაში.

მათი მტკიცებით, ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს“ აქვთ სრული უფლება, მიაწოდონ თავიანთი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც „შეესაბამება გაერო-ს წესდების სულისკვეთებას და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს“.

„სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას, რადგან ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა ცოტა რამ იცის აფხაზეთში მიმდინარე რეალურ პროცესებზე“, - აღნიშნა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი თუჟბამ.

შეგახსენებთ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი ხმა 9 ქვეყანამ მისცა: რუსეთმა, სირიამ, ნიკარაგუამ, ზიმბაბვემ, ბურუნდიმ, ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ და მალიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე