პაველ ჰერჩინსკი - ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება გადავამისამართოთ იმაზე, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ - ევროკავშირი საქართველოს იმედს არ კარგავს, აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ

ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება გადავამისამართოთ სწორედ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირი საქართველოს იმედს არ კარგავს.

“საშუალება მომეცით თქვენ და ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საქართველოს იმედს არ ვკარგავთ. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ.

ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემა გვაქვს, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა დაძლეულ იქნება. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ. ძალიან მომთმენები ვართ, საქართველოს ველოდებით. საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, რაც ისტორიული მიღწევა იყო.

მე თუ მკითხავთ, ზოგიერთი დაფინანსება შეიძლება დაიკარგოს, სხვები შეიძლება გადამისამართდეს ან შეჩერდეს - კი, არის ზომები, რომლებსაც “[სანქციების] ვარიანტების საბუთი” მოიცავს და 27 წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს ამას.

რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩვენი მხარდაჭერა არ შემცირდება, პირიქით, ამ კანონზე საპასუხოდ, ჩემი ვარაუდია, რომ ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება გადავამისამართოთ სწორედ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ, რომლებიც ნამდვილად უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები