15 პარტნიორ უნივერსიტეტში „საქართველოს ბანკის“ 160-ზე მეტი სტიპენდიატი გამოვლინდა

საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ინიციატივების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

ამისათვის, უკვე რამდენიმე თვეა „საქართველოს ბანკი“ სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში 15 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი, რომლებმაც სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსება მიიღეს. პროექტი გრძელდება და პროგრამის გამარჯვებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, სასტიპენდიო პროგრამაში, სტიპენდიატების გამოსავლენად პარტნიორი უნივერსიტეტები კრიტერიუმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს ინდივიდუალურად ადგენენ. შემდეგ კი გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და შედეგების მქონე სტუდენტები გასაუბრებას ჟიურის წევრებთან გადიან.

სტიპენდიის მიღება შეუძლია ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე. ამისათვის, საჭიროა, კანდიდატი იყოს პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტი. პირველკურსელები სტიპენდიას მიიღებენ ეროვნული გამოცდების ქულების ან უნივერსიტეტის მიერ შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად. მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებს კი მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა ჰქონდეთ.

შერჩევის კრიტერიუმებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის არის Fulbright-ისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამები. რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკი აშშ-ს საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მიიღონ სწავლისა და ცხოვრების ხარჯების 100%-იანი დაფინანსება აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა „საქართველოს ბანკის“ 12 სტიპენდიატი, Chevening-ის პროგრამის ფარგლებში კი 27-მა სტუდენტმა დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლა, „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით. ამასთან, „საქართველოს ბანკი“ Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით ახორციელებს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ გერმანიაში, Miami Ad School Europe-ში 100%-იანი დაფინანსებით ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე. ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის ფარგლებში უკვე გამოვლინდა ოთხი სტიპენდიატი.

„საქართველოს ბანკის“ მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - csr.bog.ge.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის