„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კომპანია „პომი“ სამაცივრე მეურნეობას აშენებს

საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „შპს პომი“ ფართოვდება და სამაცივრე მეურნეობას აშენებს.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონი ლარია, „საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.

„საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქვეყანაში აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია „პომისთან“ ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს რეგიონებში აგროწარმოების განვითარებაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია შეძლებს 600 ტონამდე პროდუქცია შეინახოს, რაც სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდნენ, განვითარდნენ და უფრო მეტი მოსავალი მოიყვანონ. მსგავსი პროექტები რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების მოყვანის და გაშენების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების და ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

ბანკის ცნობით, შპს „პომი“ 10 ჰა-ზე გაშენებულ ვაშლის ბაღებს ფლობს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი ახალი სამაცივრე მეურნეობა აშენდება. მისი ჯამური ტევადობა 600 ტონა იქნება და მას კომპანია საკუთარი პროდუქციის შესანახად გამოიყენებს. კომპანია სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას და ყოველწლიურად 800 ტონამდე მოსავლის აღებას გეგმავს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს